დავალება:
უნდა განიხილოთ www.gearnbeta.blogspot.com გვერდზე არსებული პროექტების იდეები, შეარჩიოთ მათ შორის 3 ის პროექტი, რომელიც თქვენ მოგეწონათ და განიხილოთ რა მოგეწონათ ამ პროექტში. განხილვის ტექსტი გამოაქვეყნოთ თქვენს ბლოგზე.
ამ საიტზე საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი არის წარმოდგენილი, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ ის 3 პროექტი, რომლებსაც ქვევით განვიხილავ დანარჩენებზე საინტერესო და სასარგებლოა.
პირველი პროექტი რომელზეც მინდა ვისაუბრო ესაა "თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ინფორმატიკის სასწავლო პროცესში", პროექტი სათაურით თავიდანვე იქცევს ყურადღებას და მისი იდეა ამართლებს კიდევაც იმ მოლოდინს რომელიც სათაურის გაცნობისას გიჩნდება. პროექტის მიზანია, მონაწილეებმა განიხილონ ელექტრონული პროგრამების შექმნის საშუალებები ინფორმატიკის კურსის სწავლების პროცესის დროს, ასევე სწავლების პროცესში დიდაქტიკური მასალების, თვალსაჩინოების, სავარჯიშო პროგრამების გამოყენება ისეთი ელექტრონული საშუალებებით, როგორიცაა: CD-DVD წამკითხავი, სასწავლო ტელევიზია, პერსონალური კომპიუტერი - მოხდება დემონსტრირება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სასწავლო კომპიუტერული კურსის შესწავლისათვის კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.
მეორე საინტერესო პროექტი ეს არის სპორტი ჩვენს ცხოვრებაში, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში 2თვით (მაინც) .
პროექტის აღწერა: მოსწაავლეები მოიძიებენ და განამტკიცებენ სპორტის მნიშვნელობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოიძიებენ ინფორმაციას სპორტის სხვადასხვა სახეობებზე, გაეცნობიან გამოჩენილი სპორტსმენების წარმომავლობას, მოღვაწეოსას. გადაუღებენ სურათებს, ჩაწერენ ინტერვიუებს. მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, ლაშქრობებში, დაზვერავენ მარშრუტს, გაითვალისწინებენ რა მანძილს გაივლიან ფეხით, დაათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას და ასხავენ ფოტოებზე. ჩატარდება სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები, რითაც მოხდება მოსწავლეების დაახლოება.
რაც შეეხება ამ პროექტის საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირს :ფიზიკური აღზრდა, ქართული, გეოგრაფია,ისტორია, მათემატიკა. გამოუმუშავდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი,ჯგუფური მუშაობის ურთიერთ დახმარებისა და თანამშრომლობის უნარები. უკეთ გაეცნობიან საკუთარი მხარის ადგილმდებარეობას, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის სპორტის შესახებ. მოიძიებენ თქმულებებს, ლეგენდებს. გამოითვლიან მანძილს.
მესამე ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ასევე წიგნი უპირველესი, კომპიუტერი აუცილებელი... ეს საკითხი დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალურია საზოგადოებაში, წიგნი თუ კომპიუტერი, შესაბამისად აღნიშნული პროექტი დააინტერესებს ახალგაზრდებს.
პროექტის სრული აღწერა: თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნავს "მოდაში არ არის"განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები. რამდენი ბავშვი კითხულობს წიგნს. რამდენი იღებს ინფორმაციას წიგნიდან. რა მოსწონთ წიგნიდან და რა მოსწონთ კომპიუტერიდან. ვაწარმოოთ კვლევა. მოვძებნოთ გამოსავალი.