ბლოგის შეფასება

მასწავლებლებისთვის სასარგებლო ბმულები:

ისტ-ის ინტეგრირება
დღეისათვის საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლების და მასწავლებლების აქტიურობასა და ინსფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში ტექნოლოგიების წვდომის განსხვავებული სურათია, ბევრია დამოკიდებული, მასწავლებელი როგორ განსაზღვრავს გაკვეთილის სცენარში ტექნოლოგიების ჩართვის სქემას, მან გონივრულად უნდა შეათანხმოს ტექნოლოგიური საშუალებები გაკვეთილის სასწავლო მიზანთან, რათა უფრო ეფექტურად გავიდეს სასურველ შედეგზე - ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ზედმეტი ტვირთი გაკვეთილზე როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. მასწავლებელმა კარგად უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს საკლასო მენეჯმენტი და მის მიერ არჩეული სასწავლო სტრატეგიები.  (უფრო მეტი)


* * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * *                                                           





iEARN (საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების ქსელი) არის არაკომერციული ორგანიზაცია , რომელიც შედგება 30,000 სკოლისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისაგან 125 ქვეყანაში. iEARN მხარს უჭერს მასწავლებლებსა და ახალგაზრდებს, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ინტერნერტის და სხვა ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. IEARN-ის მეშვეობით 2.000.000 სტუდენტი, ყოველდღე დაკავებულია ერთობლივ პროექტზე მუშაობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1988 წლიდან, iEARN-მა საშუალება მისცა საქართველოს პედაგოგებსა და ახალგაზრდებს ჩაერთონ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაში - საკუთარ ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში.
ვრცლად


* * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * * ** * * 
www.picasaweb.com

ამ საიტის მეშვეობით, რომელზე დარეგისტრირება საკმაოდ მარტივია და თანაც უფასო- შესაძლებელია ვებ–ალბომის შექმნა, რათა გავუზიაროთ ჩვენი სურათები სხვებს, ასევე აქვს კარგი სურათების რედაქტორი. თქვენი ალბომის ატვირთვა შეგიძლიათ ასევე ბლოგზე, ასე მაგალითად:

No comments:

Post a Comment