ექსკურსია დმანისის ნაქალაქარში
პროექტის
ფარგლებში VII კლასის მოსწავლეები მოიძიებენ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში
ან ინტერნეტში) მასალებს - ფოტოსურათებს , ვიდეომასალას ან სხვა, რომელთა მიხედვითაც
იმსჯელებენ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაზე. თავდაპირველად მოსწავლეების აქტივობა იქნება მხოლოდ
კლასის ფარგლებში, გამართავენ დისკუსიებს მოძიებულ
მასალებზე, განათავსებენ მასალებს აღნიშნული პროექტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ
ბლოგზე.
გარკვეული
მასალების მოძიების შემდეგ დაიგეგმება ექსკურსია დმანისის ნაქალაქარში , რომელიც მდებარეობს
საქართველოში , ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით,
სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან
აღმართულ კონცხზე. აღნიშნული ექსკურსია დაეხმარება
მოსწავლეებს შუა საუკუნეების ნაქალაქარის ადგილზე
ხილვის საფუძველზე იმსჯელონ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდის
შესახებ, რადგან დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის,
ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. შუა საუკუნეების
ნაქალაქარი შიდა ციხეს , ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და
გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. ექსკურსიის
ფარგლებში ბავშვები გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს , რომელთა განთავსებაც შესაძლებელი
იქნება ბლოგზე.
ექსკურსიის
დაგეგმვის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ რესურსი, რათა წინასწარ იქნას
შესწავლილი საექსკურსიოდ არჩეული ადგილი, იმისათვის რომ, კარგად მომზადდეს ექსკურსია
და ადვილი გახდეს მისი განხორციელება. უნდა მოიძებნოს ადგილმდებარეობა, ამინდის პროგნოზის
შესაბამისად (რომელიც მოძიებული იქნება ინტერნეტში) განისაზღვროს ექსკურსიის დღე. ასევე
მაგალითად ინტერნეტში შეიძლება მოძიებულ იქნეს ის აღჭურვილობა, რომელიც დასჭირდებათ
ბავშვებს აღნიშნული ძეგლის სრულფასოვნად დათვალიერება-შესწავლის დროს. მაგალითად დმანისის
ნაქალაქარი შეიცავს საიდუმლო გვირაბს, რომლის შესწავლისათვის საჭირო იქნება ფარნები.
აგრეთვე შეიძლება მოძიებულ იქნეს იმ ადამიანთა ჩანაწერები , რომლებიც უკვე იყვნენ დმანისის
ნაქალაქარში და მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაცნობა ასევე დაგვეხმარება
ექსკურსის დაგეგმვაში.