ონლაინ
ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროექტებში შესაძლებელია პროექტის
როგორც მომზადების ასევე შესრულების და შედეგების წარდგენის ფაზაში,თუმცა
ჩემი აზრით ონლაინ ინსტრუმენტები ყველაზე მეტად დაგვეხმარება პროექტის
მომზადებისას ....რადგან უამრავი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას პროექტის
მომზადებისთანავე რომელიც საფრთხეს შეუქმნის პროექტის საერთოდ
არსებობას..... პირველ რიგში, ადამიანების შეუთანხმებლობა დროზე და
ადგილზე სადაც უნდა სეიკრიბონ და იმუშაონ ამათუ იმ პროექტზე...... თუ ეს
პრობლემა მოგვარებულია და ადამიანთა ჯგუფი მზადაა საკუთარუი დროის
ნებისმიერი მონაკვეთი დაუთმოს პროექტს და მოხდა ამ ადამიანების
შეთანხმება,ასევე მომზადების ფაზაში შესაძლებელია ინტერნეტიდან მოძიებული
იქნეს მსგავსი პროექტის შესახებ გარკვეული ინფორმაცია,სხვისი გამოცდილების
გაზიარება და ასევე გარკვეული ონლაინ დისკუსიების გამართვა გამოცდილ
პიროვნებებთან.
შედეგების
წარდგენის ფაზაში ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ონლაინ ინსტრუმენტების
გამოყენებისა შეიძლება იყოს ,შესრულებული პროექტის შესახებ სლაიდშოუს
მომზადება და გაზიარება ბლოგზე და ასევე სხვა საშუალებებით,ასევე
შესაძლებელია ბლოგზე გამოითქვას მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიაროთ
შთაბეჭდილებები რომელიც აუცილებლად გამოადგებათ იმათ ვინც მსგავსი
პროექტის მომზადების ფაზაზე იქნება და დაიწყებს ინფორმაციიის მოძიებას
სწორედ ინტერნეტ ინსტრუმენტების გამოყენებით .
/>
No comments:
Post a Comment