ბლოგის შეფასება

Sunday, June 24, 2012

ექსკურსია დმანისის ნაქალაქარში


ექსკურსია დმანისის ნაქალაქარში
პროექტის ფარგლებში VII კლასის მოსწავლეები მოიძიებენ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში ან ინტერნეტში) მასალებს - ფოტოსურათებს , ვიდეომასალას ან სხვა, რომელთა მიხედვითაც იმსჯელებენ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაზე.   თავდაპირველად მოსწავლეების აქტივობა იქნება მხოლოდ კლასის ფარგლებში,  გამართავენ დისკუსიებს მოძიებულ მასალებზე, განათავსებენ მასალებს აღნიშნული პროექტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ბლოგზე.

გარკვეული მასალების მოძიების შემდეგ დაიგეგმება ექსკურსია დმანისის ნაქალაქარში , რომელიც მდებარეობს საქართველოში , ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.  აღნიშნული ექსკურსია დაეხმარება მოსწავლეებს  შუა საუკუნეების ნაქალაქარის ადგილზე ხილვის საფუძველზე იმსჯელონ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდის შესახებ, რადგან დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს , ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს.  ექსკურსიის ფარგლებში ბავშვები გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს , რომელთა განთავსებაც შესაძლებელი იქნება ბლოგზე.

ექსკურსიის დაგეგმვის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ რესურსი, რათა წინასწარ იქნას შესწავლილი საექსკურსიოდ არჩეული ადგილი, იმისათვის რომ, კარგად მომზადდეს ექსკურსია და ადვილი გახდეს მისი განხორციელება. უნდა მოიძებნოს ადგილმდებარეობა, ამინდის პროგნოზის შესაბამისად (რომელიც მოძიებული იქნება ინტერნეტში) განისაზღვროს ექსკურსიის დღე. ასევე მაგალითად ინტერნეტში შეიძლება მოძიებულ იქნეს ის აღჭურვილობა, რომელიც დასჭირდებათ ბავშვებს აღნიშნული ძეგლის სრულფასოვნად დათვალიერება-შესწავლის დროს. მაგალითად დმანისის ნაქალაქარი შეიცავს საიდუმლო გვირაბს, რომლის შესწავლისათვის საჭირო იქნება ფარნები. აგრეთვე შეიძლება მოძიებულ იქნეს იმ ადამიანთა ჩანაწერები , რომლებიც უკვე იყვნენ დმანისის ნაქალაქარში და მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაცნობა ასევე დაგვეხმარება ექსკურსის დაგეგმვაში. 









Monday, June 11, 2012

ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროექტებში

ონლაინ  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროექტებში შესაძლებელია პროექტის როგორც მომზადების ასევე შესრულების და  შედეგების წარდგენის ფაზაში,თუმცა ჩემი აზრით ონლაინ ინსტრუმენტები ყველაზე მეტად დაგვეხმარება პროექტის მომზადებისას ....რადგან უამრავი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას პროექტის მომზადებისთანავე რომელიც საფრთხეს შეუქმნის პროექტის საერთოდ არსებობას.....  პირველ რიგში,   ადამიანების შეუთანხმებლობა დროზე და ადგილზე სადაც უნდა სეიკრიბონ და იმუშაონ ამათუ იმ პროექტზე...... თუ ეს პრობლემა მოგვარებულია და ადამიანთა ჯგუფი მზადაა საკუთარუი დროის ნებისმიერი მონაკვეთი დაუთმოს პროექტს და მოხდა ამ ადამიანების შეთანხმება,ასევე მომზადების ფაზაში შესაძლებელია ინტერნეტიდან მოძიებული იქნეს მსგავსი პროექტის შესახებ გარკვეული ინფორმაცია,სხვისი გამოცდილების გაზიარება და ასევე გარკვეული ონლაინ დისკუსიების გამართვა გამოცდილ პიროვნებებთან.
შედეგების წარდგენის ფაზაში ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებისა შეიძლება იყოს ,შესრულებული პროექტის შესახებ სლაიდშოუს მომზადება და გაზიარება ბლოგზე და ასევე სხვა საშუალებებით,ასევე შესაძლებელია ბლოგზე გამოითქვას მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიაროთ  შთაბეჭდილებები რომელიც აუცილებლად გამოადგებათ იმათ ვინც მსგავსი პროექტის მომზადების ფაზაზე იქნება და დაიწყებს ინფორმაციიის მოძიებას სწორედ ინტერნეტ ინსტრუმენტების გამოყენებით .



/>

საუკეთესო საიტი ონლაინ სლაიდშოუების გასაზიარებლად

http://www.slideshare.net/?ss